უკრაინის არმია დედაქალაქ კიევის დასაცავად კონტრშეტევაზე გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspline შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უკრაინის არმიამ 5 რუსული ტანკი გაანადგურა. 

"დილით საარტილერიო ბრძოლების ხმა ისმოდა კიევის დასავლეთ გარეუბანში. ბრძოლები ახლა იქ მიმდინარეობს. დეტალური ინფორმაცია ჯერ არ არის", - დასძინა მან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების 10 მარტის დილის მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკრაინის არმია აგრძელებს რუსეთის შეტევის შეკავებას, იცავს ხარკოვსა და ახტირკას, ასევე გრძელდება მარიუპოლის წრიული დაცვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი