კულება-ლავროვის მოლაპარაკებები იწყება - ანტალია მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკვე თურქეთშია. ანტალია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, სადაც ამ წუთებში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრა უნდა დაიწყოს; თურქეთშია ლავროვიც.

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის მე-15 დღეს, ორი ქვეყნის პირველი დიპლომატი, მოლაპარაკების მაგიდასთან, დღეს პირველად დასხდებიან.

ცნობილია, ოფიციალური კიევის მთავარი მოთხოვნებიც - ცეცხლის შეწყვეტა, უკრაინის ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება.

მოლაპარაკების დაწყებამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ კულებასა და ლავროვს ცალ-ცალკე შეხვდა 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი