რუსული სატანკო პოლკის მეთაური, ანდრეი ზახაროვი ლიკვიდირებულია - უკრაინის შეიარაღებული ძალები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო არმიის სატანკო პოლკის მეთაური, ანდრეი ზახაროვი ლიკვიდირებულია. უკრაინელებმა ის დღეს, 10 მარტს, ქალაქ ბროვარის მახლობლად მოკლეს.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსი ოკუპანტების თავდასხმები უკვე 14 დღეა გრძელდება. ამ წუთებშიც რამდენიმე ქალაქში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. პარალელურად, ომის დაწყების შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები - დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი. შეხვედრა თურქეთში გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი