ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის წინაპირობები არსებობს - ერდოღანის პრესსპიკერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტსა და პუტინს შორის შეხვედრა შესაძლოა შედგეს - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსსპიკერმა იბრაჰიმ კალინიმ ისაუბრაარის წინაპირობები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას ვირწმუნოთ, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება - ამბობს ის

მისი თქმით, ანტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დიმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვის შეხვედრამ აჩვენა, რომ მხარეები მზად არიან მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

კალინის თქმით, თურქეთი მზად არის იყოს მესამე მხარე მოლაპარაკებებში და შეასრულოს „ხელშემწყობი როლი“.

შეგახსენებთ, კულებასა და ლავროვის შეხვედრა ანტალიაში, სწორედ თურქეთის შუამავლობით მოხდა. შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი