გაერო: ჩვენთვის უცნობია უკრაინაში „ბიოლოგიური იარაღის პროგრამის“ არსებობის შესახებ

გამოქვეყნდა:

გაეროს უკრაინაში „ბიოლოგიური იარაღის პროგრამის“ არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაეროს წარმომადგენელმა განიარაღების საკითხებში ისუმი ნაკამიცუმ განაცხადა.

უმაღლესმა კომისარმა თქვა, რომ ომის გამო უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე ავარიის საფრთხე „ყოველდღიურად იზრდება“.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომ უკრაინამ, შეერთებულ შტატებთან ერთად, დააარსა ლაბორატორიები ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოებისთვის, რომელიც თეორიულად შეიძლება გავრცელდეს გადამფრენი ფრინველების ან ღამურების მიერ.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებების საფუძველზე პენტაგონმა ივარაუდა, რომ შესაძლოა, რუსეთი ამზადებს პროვოკაციას ქიმიური იარაღით, რათა დააბრალოს უკრაინას ან შეერთებულ შტატებს მათი გამოყენება. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი