ევროკავშირი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მოქმედებები სხვა ქვეყნებზეც გააფართოოს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი შიშობს, რომ პუტინმა შესაძლოა საომარი მოქმედებები სხვა ქვეყნებში გააფართოოს, კონკრეტულად კი ნატოს წევრ რომელიმე ქვეყანაზე - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო  საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი CNN TÜRK-თან ინტერვიუში საუბრობს.

ბორელი ამბობს, რომ ევროპამ მხარი უნდა დაუჭიროს უკრაინას და ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას:

"ერთის მხრივ, ჩვენ ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მეორე მხრივ, ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ დიდი ომი.

მას [პუტინს] შეუძლია გააფართოოს თავისი სამხედრო საქმიანობა, ეს შეიძლება იყოს ნატოს ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ან მეორეს წინააღმდეგ" ამბობს ბორელი.

რაც შეეხება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ბორელის თქმით: "უკრაინა ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ეს აშკარა ფაქტია გეოგრაფიულად და ისტორიულად. არის გარკვეული პროცედურები. ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი"​

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი