უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დღეს, 14 მარტს გაიმართება. ინფორმაცია ორივე მხარემ უკვე დაადასტურა.

მანამდე რუსეთის დელეგაციის წევრმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასთან შედარებით მოსკოვმა და კიევმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. მისი თქმით, ეს პროგრესი შეიძლება, "უახლოეს რამდენიმე დღეში გადაიზარდოს ორივე დელეგაციის საერთო პოზიციად, ხელმოსაწერ დოკუმენტებში".

უკრაინული დელეგაციის წევრი, მიხაილოო პოდოლიაკი კი Twitter-ზე  წერს, რომ დღეს გაიმართება სესია, რომელზეც წინასწარ შედეგებს შეაჯამებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი