რუსებმა კიევში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი" დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა კიევის ჩრდილოეთ გარეუბანში თვითმფრინავების მწარმოებელი ქარხანა "ანტონოვი" დაბომბეს. ქარხანა სვიატოშინის აეროდრომზე მდებარეობს, რომელიც კიევის  ცენტრიდან დაახლოებით 10 კმ-შია.

ჯერჯერობით უცნობია დაშავებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ქარხნიდან კვამლი ამოდის.

ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი