არ დავუშვებთ, რომ ვინმე დაეხმაროს რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში | აშშ ჩინეთს აფრთხილებს

გამოქვეყნდა:

აშშ აფრთხილებს ჩინეთს რუსეთის დახმარებაზე უარი თქვას - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

CNN-ის ინტერვიუში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ისინი ღიად და პირდაპირ აფრთიხლებენ ოფიციალურ პეკინს, რომ თუ რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში დაეხმარებიან, ამას შედეგები მოჰყვება. 

„ჩვენ არ დავუშვებთ რომ ეს მოხდეს და არ დავუშვებთ, რომ ჩინეთი ან მსოფლიოს რომელიმე ქვეყანა რუსეთისთვის მაშველი რგოლი იყოს ამ ეკონომიკური სანქციებიდან თავის დახსნაში",- ამბობს სალივანი

პარალელურად ჩინეთი აშშ-ს დეზინფორმაციაში ადანაშაულებს  და ამბობს, რომ ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის ომში ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობისა და „სხვა დახმარება“ სთხოვა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი