უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ, დღეს განახლდება. გუშინ მხარეებს შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
ინფორმაცია ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
პროცესის დაწყებამდე, პოდოლიაკი ამბობდა, რომ საუბარი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსი სამხედროების დაუყოვნებლივ გაყვანასა და უსაფრთხოების გარანტიებზე. მოლაპარაკების წინა 3 რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა. მხარეებმა მიაღწიეს ერთადერთს, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის შეთანხმებას, რომელიც მეტ-ნაკლებად სრულდება.