უნდა დაიხუროს ცა უკრაინის თავზე, რათა მილიონობით უკრაინელი და ევროპელი გადარჩეს - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.
Guardians-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ასამბლეაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა გამოსულიყო, თუმცა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მან შეხვედრაზე დასწრება ვერ შეძლო.

"დღეს საპარლამენტო ანსამბლეამ რუსეთს ევროსაბჭოში წევრობა შეუჩერა. აუცილებელია, რომ განიხილონ ყველა ის დანაშაული, რომლებზეც უკრაინელებმა პუტინს სტრასბურგში უჩივლეს. პუტინმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი. მოვითხოვთ, რუსეთი დაუყოვნებლივ იყოს გარიცხული ევროსაბჭოდან, რუსეთს არ აქვს უფლება დარჩეს იმ ორგანიზაციაში, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს", - თქვა შმიგალმა.

მისი განცხადებით, მილიონობით ადამიანი უწყლოდ და გათბობის გარეშე დარჩა და ევროპამ ძალები უნდა გააერთიანოს ამ ყველაფრის შესაჩერებლად.

"უნდა დაიხუროს ცა უკრაინის თავზე, რომ გადარჩნენ მილიონობით უკრაინელები და ევროპელები", - აღნიშნა მან.

პრემიერმა, ასევე, გულწრფელი მადლობა გადაუხადა უკრაინის მეზობელ ქვეყნებს მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი