უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევში საცხოვრებელ კორპუსზე ავიაიერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 35 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ღამით და გამთენიისს დედაქალაქში დაბომბვების შედეგად დაზიანდა:

  • ცხრა და 16 სართულიანი ორი საცხოვრებელი კორპუსი სვიატოშინსკის რაიონში;
  • 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი პოდილსკის რაიონში;
  • სახლი დარნიცკის რაიონის კერძო სექტორში;
  • ლუკიანივსკის მეტროსადგურის ნაწილი, 

დღეს დილით ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს უკრაინის დედაქალაქ კიევში. ადგილობრივი არხის "უკრაინა 24"-ის ცნობით, რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. ამ ინფორმაციის გადამოწმება BBC-მ ვერ შეძლო. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი