უკრაინის დედაქალაქ კიევის მეტროს ქსელმა Twitter-ზე დაწერა, რომ ერთ-ერთმა აფეთქებამ დღეს დილით დააზიანა ლუკიანივსკის სადგურის ფასადი და ოფისები.
ლუკიანივსკა საკმაოდ ახლოს არის კიევის ცენტრთან. დაზიანების გამო სადგური დაკეტილია.
დღეს დილით ორი ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს უკრაინის დედაქალაქ კიევში. ადგილობრივი არხის "უკრაინა 24"-ის ცნობით, აფეთქება დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში მოხდა. ტელევიზია ამბობს, რომ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს.