ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უზრუნველყოფენ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო იარაღით, გაგზავნიან ფულს, საკვებსა და დახმარებას. ამ თემაზე მან პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს იარაღი, რათა თავი დაიცვას შეჭრილი რუსული ძალებისგან. გავგზავნით ფულს, საკვებსა და დახმარებას უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად. უკრაინელ ლტოლვილებს ხელგაშლილი მივიღებთ", - წერს ბაიდენი.