უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ომი სავარაუდოდ მაისის დასაწყისში დასრულდება, როცა რუსეთს თავდასხმისთვის რესურსები ამოეწურება.
"ვფიქრობ, არაუგვიანეს მაისისა, მაისის დასაწყისში, ჩვენ უნდა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება", - თქვა ოლექსი არესტოვიჩმა.
არესტოვიჩი ვრაუდობს, რომ ან სამშვიდობო შეთანხმებას ძალიან სწრაფად, ერთ-ორ კვირაში მიაღწევენ, ჯარების გაყვანის ჩათვლით, ან იქნება მცდელობა, მაგალითად, ომის მეორე რაუნდში სირიელების გაერთიანების.
არესტოვიჩი ასევე ამბობს, რომ როდესაც მათაც გაანადგურებენ [სირიელებს], შეთანხმება აპრილის შუა რიცხვებში, ან აპრილის ბოლოს გაფორმდება.