"დაეხმარეთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით" - ზელენსკი დიდი ბრიტანეთის საექსპედიციო ძალებს

გამოქვეყნდა:

ჩვენ ყველა რუსეთის სამიზნე ვართ - ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული საექსპედიციო ძალებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ უკრაინა მყარად არ იდგება, ვერც ევროპა იდგება მყარად - "გთხოვთ, დაეხმაროთ თქვენს თავს ჩვენი დახმარებით". - თქვა ზელენსკიმ. 

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონიც ესწრებოდა. გარდა ამისა, მასში მონაწილეობდნენ დანიის, ფინეთის, ესტონეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ნორვეგიის ლიდერები. 

დღეს უკრაინაში პუტინის ომის მე-20 დღეა. აგრესიის ძირითადი სამიზნე სამოქალაქო ობიექტები და მშვიდობიანი მოსახლეობაა. თავად პუტინი კი ამ ყველაფერს "სპეცოპერაციას" უწოდებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი