პოლონეთის ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის თქმით, უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია უნდა გაიგზავნოს. ამის შესახებ მან განცხადება სამშაბათს, კიევში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, რომ აუცილებელია სამშვიდობო მისია - ნატო, შესაძლოა, უფრო ფართო საერთაშორისო სტრუქტურა - მაგრამ მისია, რომელიც შეძლებს თავის დაცვას, რომელიც იმოქმედებს უკრაინის ტერიტორიაზე", - განაცხადა იაროსლავ კაჩინსკიმ.
ცნობისთვის, 15 მარტს პოლონეთის, ჩეხეთის და სლოვენიის პრემიერმინისტრები კიევში ჩავიდნენ და უკრაინის პრემიერსა და პრეზიდენტს შეხვდნენ.