ომის დაწყებიდან 20 დღეში, უკრაინამ რუსული ჯარების უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურა - ნახეთ სია

გამოქვეყნდა:

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი აცხადებს, რომ 20 დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული არმიის უმაღლესი სარდლობის 10 წევრი გაანადგურეს.

ლიკვიდირებულთა შორის ოთხი გენერალ-მაიორი, სამი პოლკოვნიკი და სამი პოლკოვნიკის მოადგილეა.

უფრო კონკრეტულად, დაღუპულები არიან:

  • გენერალ-მაიორი - მაგომედ თუშაევი;
  • გენერალ-მაიორი - ვიტალი გერასიმოვი;
  • გენერალ-მაიორი - ანდრეი კოლესნიკოვი;
  • გენერალ-მაიორი - ანდრეი სუხოვეცკი;
  • პოლკოვნიკი - ანდრია ზახაროვი;
  • პოლკოვნიკი - სერგეი პოროხნია;
  • პოლკოვნიკი - იგორ ნიკოლაევი;
  • პოდპოლკოვნიკი - იური აგარკოვი;
  • პოდპოლკოვნიკი - დიმიტრი სოფრონოვი;
  • პოდპოლკოვნიკი - მიხაილ ერმოლინი.

უწყება წერს, რომ უკრაინაში რუს ოკუპანტებს ერთი ფასი აქვს - "სასუქი მიწისთვის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი