ხერსონის აეროპორტთან უკრაინელებმა რუსების რამდენიმე ვერტმფრენი გაანადგურეს - CNN

გამოქვეყნდა:

ხერსონის აეროპორტთან, უკრაინელებმა სულ მცირე 3 რუსული სამხედრო ვერტმფრენი გაანადგურეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს და Planet Labs-ის ახალ სატელიტურ სურათებს აქვეყნებს.

სურათებზე ჩანს დიდი შავი კვამლი აეროპორტის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე ვერტმფრენი იწვის. ხანძარი აეროპორტთან ახლოს განლაგებულ სამხედრო მანქანებზეც გავრცელდა.

ვერტმფრენები იწვის. (Planet Labs, PBC)

CNN წერს, რომ თავად გადაამოწმეს სურათის ავთენტურობა და რომ ეს ყველაზე დამანგრეველი დარტყმა იყო, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა განახორციელეს რუსეთის შვეულმფრენებზე ომის დროს.

აეროპორტიდან კვამლის დიდი გროვა ამოდის. (CNN/ტელეგრამი)

ცნობისთვის, ორშაბათს, Maxar Technologies-ის სატელიტურმა სურათებმა აჩვენა რამდენიმე რუსული სამხედრო შვეულმფრენი ხერსონის საერთაშორისო აეროპორტთან. მიმდებარე ტერიტორიაზე ათობით სამხედრო მანქანაც ჩანდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი