დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ არამხოლოდ შედეგებს რაც რუსეთის თავდასხმას მოჰყვა უკრაინაზე, ასევე გრძელვადიან შედეგებს იმისთვის, რომ მოსკოვში არ ჰქონდეთ რაიმე ცრუ გათვალა, რომ შეძლებენ ესკალაციის გაგრძელებას - ეს განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის აგრესიას ალიანსმა და დასავლეთმა სწრაფი და ეფექტური სანქციებით უპასუხა. სტოლტენბერგმა სამხედრო დახმარებაზეც ისაუბრა:
"ნატომ უპასუხა ერთიანი და სწრაფი მანევრით, სანქციების დაწესებით და გავუწიეთ ყველანაირი მხარდაჭერა უკრაინას. ჩვენ ვაძლიერებთ კოლექტიურ თავდაცვას და ვართ მზადყოფნაში. ასევე განვათავსეთ ჯარები ევროპაში. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში იმისთვის, რომ გავაძლიეროთ საჰაერო თავდაცვა...
ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ კოლექტიური უსაფრთხოება და ეს არის მტკიცე გზავნილი ტრანსატლანტიკური ერთიანობის. ჩვენ ასევე მივედით ერთიან დასკვნამდე რა უნდა გავაკეთოთ ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში" თქვა სტოლტენბერგმა შეხვედრის დაწყებამდე.
უკრაინაში დღეს პუტინის ომის 21-ე დღეა. რუსული საოკუპაციო არმია მეზობელ ქვეყანაში 24 თებერვალს შეიჭრა.