ლავროვის მტკიცებით, უკრაინასთან მოლაპარაკებებში ნეიტრალური სტატუსი სერიოზულად განიხილება

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებებზე "ნეიტრალური სტატუსი" სერიოზულად განიხილება. მისი თქმით, მოლაპარაკებები კარგად არ მიდის, მაგრამ არის გარკვეული იმედი კომპრომისთან დაკავშირებით.

ლავროვი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთი ცდილობს დონბასში "ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას", ასევე, უკრაინაში "ნეონაცისტური იდეოლოგიის აღორძინების თავიდან არიდებას".

"მე ვხელმძღვანელობ ჩვენი მომლაპარაკებლების მიერ მოწოდებული შეფასებებით, ისინი აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები კარგად არ მიდის გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ მაინც არის გარკვეული იმედი კომპრომისზე. მოლაპარაკების საკითხი დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან, დონბასში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენასთან, უკრაინის, როგორც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის მუდმივ საფრთხედ გახდომის ხელშეშლასთან. ასევე უკრაინაში ნეონაცისტური იდეოლოგიის აღორძინების თავიდან არიდებასთან, რომელიც აკრძალულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის ცივილიზებულ ევროპაში", - თქვა მან.

მისი განცხადებით, ზელენსკი აქამდე კონფრონტაციული განცხადებები ჰქონდა და არც თუ დიდი ხნის წინ, "ზოგიერთი საინტერესო განცხადება" გააკეთა.

"ნეიტრალური სტატუსი ახლა სერიოზულად განიხილება და ის დაკავშირებულია რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებთან. ეს ის არის, რასაც პრეზიდენტი პუტინი ამბობდა თებერვალში, ანუ ნებისმიერი ურთიერთმისაღები უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვისაც გარდა ნატო-ს გაფართოებისა, სწორედ ეს განიხილება ახლა მოლაპარაკებებზე", - თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებზე არის "კონკრეტული ფორმულირებები", რომლებიც მისი აზრით, ახლოსაა შეთანხმებასთან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი