აშშ-ის მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინას საჰაერო თავდაცვით სისტემებს გადასცემენ

გამოქვეყნდა:

აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას თავდაცვისთვის რამდენიმე საჰაერო სარაკეტო სისტემას უგზავნიან. ინფორმაციას CNN ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს დამატებითი სისტემები მოიცავს საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

სისტემებს აქვთ უფრო დაბალი სიმაღლის დიაპაზონი, ვიდრე S-300 სისტემას, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. თუმცა, მათ აქვთ უფრო მაღალი დიაპაზონი, ვიდრე Stinger-ის სისტემას, რომელიც უკრაინას მანამდე გადასცეს.

ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, სისტემები ნატოს პარტნიორი ქვეყნებიდან არის მოპოვებული და ისინი "გზაშია".

[არქივის ფოტო]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი