მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა შეწყვიტა - ზელენსკი აშშ-ს კონგრესს

გამოქვეყნდა:

ახლა მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართ აშშ-ს პრეზიდენტს, რომ მსოფლიოს ლიდერობა მშვიდობის  ლიდერობას ნიშნავს.

"იყო მსოფლიო ლიდერი, გულისხმობს იყო მშვიდობის ლიდერი. მშვიდობა თქვენს ქვეყანაში აღარაა დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე და თქვენს ხალხზე, ეს დამოკიდებულია თქვენს გვერდით მყოფებზე, მათზე, ვინც ძლიერია. ძლიერი არ ნიშნავს სუსტს. ძლიერი არის მამაცი და მზადაა იბრძოლოს თავისი და მსოფლიოს მოქალაქეების სიცოცხლისათვის - ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებისთვის, იცხოვრო წესიერად და მოკვდე, როცა შენი დრო მოვა და არა მაშინ, როცა ეს სხვას, შენს მეზობელს სურს. დღე უკრაინელები ევროპისთვისაც იბრძვიან. ამიტომ ამერიკა არა მხოლოდ უკრაინას არამედ ევროპასაც ეხმარება. მე ვერ ვხედავ ცხოვრების არსს თუ ხელოვნური სიკვდილის შეჩერებას ვერ შევძლებთ. მე როგორც უკრაინის ლიდერი, მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს - თქვენ თქვენი ერის ლიდერი ხართ, მე გისურვებთ, რომ იყოთ მსოფლიოს ლიდერი, მსოფლიოს ლიდერობა ნიშნავს მშვიდობის ლიდერობას. დიდი მადლობა. დიდება უკრაინას" - თქვა ზელენსკიმ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესმენების წინაშე კიდევ ერთხელ გააჟღერა მთავარი მოთხოვნა - დაიკეტოს ცა უკრაინის თავზე, ან გადასცენ ქვეყანას თავდაცვის სისტემები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელებს პერლ ჰარბორი და 11 სექტემბერი შეახსენა და ანახა ის მძიმე კადრები, რომელიც ახლა უკრაინაშია,პუტინს ომის 21-ე დღეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი