"პუტინიზმისთვის სანქციების მოხსნა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, პუტინისტები ვერ გაექცევიან სამართალს. უკრაინაში პუტინიზმი უნდა შეწყდეს, თორემ კიბოსავით გავრცელდება. საქართველო, სომხეთი, მოლდოვა დაცულნი უნდა იყვნენ პუტინიზმისგან - და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული ბელარუსისგან.
დასავლეთმაც უნდა გაწმინდოს პუტინიზმის სული. და ეს პროცესი დაიწყო - ყოველი ჩამორთმეული იახტით, ვილით, დახურული ანგარიშით [...] უკრაინის ომმა დაიწყო მასობრივი და საყოველთაო გლობალური დეპუტინიზაცია. ბომბები ეცემა მშვიდობიან მოსახლეობას და დრო გადის".
წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.