ჩინეთის ელჩი უკრაინაში აცხადებს, რომ ჩინეთი უკრაინას თავს არასდროს დაესხმება. CNN-ის ცნობით, ამ თემაზე მან ლვოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ისაუბრა.
"ჩინეთი არასოდეს დაესხმება თავს უკრაინას. ჩვენ დავეხმარებით, განსაკუთრებით ეკონომიკურად... ამ სიტუაციაში, რომელიც ახლა გაქვთ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით", - თქვა ჩინეთის ელჩმა.
ელჩის თქმით, ჩინეთი უკრაინელი ხალხის მეგობარი ქვეყანაა.
"როგორც ელჩმა, პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩინეთი ყოველთვის იქნება უკრაინისთვის სიკეთის ძალა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად", - თქვა მან.
ელჩის კომენტარი მოჰყვა აშშ-ს დაზვერვის ოფიციალური პირების განცხადებებს, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა უკრაინაში ომი დროს. ოფიციალურმა პეკინმა და მოსკოვმა აღნიშნული უარყვეს.