ჩრდილოეთი ნაკადი 2 არა ეკონომიკა, არამედ ბერლინის კედლის ასაშენებელი ცემენტი იყო - ზელენსკის მიმართვა ბუნდესტაგს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთი ნაკადი 2 არა ეკონომიკა, არამედ ბერლინის კედლის ასაშენებელი ცემენტი იყო - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ბუნდესტაგს; უკრაინის პრეზიდენტი საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, არ დაუშვან კიდევ ერთი ბერლინის კედელი 21-ე საუკუნეში, ევროპის შუაგულში;

ამ დღეების განმავლობაში ევროპის შუაგულში ათასობით უკრაინელი მოქალაქე, მათ შორის 108 ბავშვი დაიღუპა. მოგმართავთ წარმოუდგენელი რაოდენობის მოლაპარაკების, შეხვედრების, განცხადებებისა და თხოვნის შემდეგ. მოგმართავთ და გეუბნებით, რომ სანქციები საკმარისი არ არის. ზოგიერთი სანქციის დაწესება კი დაგვიანდა. მას შემდეგ რასაც უყურებთ ბევრი თქვენგანი, ბევრი კომპანია რუსულ ბაზარზე ისევ დარჩა. იმ სახელმწიფოს ბაზარზე, რომელიც მიღებული ფულით არმიას აფინანსებს, შეიძლება ბევრი თქვენგანი ვერ გრძნობს იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება, თუმცა ყველა თქვენგანს ახსოვს ბერლინის კედელი, ბრძოლა თავისუფლებასა და ბოროტებას შორს. 
მეგობრებო, ასე რატომ მოხდა?! ჩვენ ხომ გვეუბნებოდით, რომ ჩრდილოეთ ნაკადი ორი დიდი ომის სამზადისი იყო, თუმცა საპასუხოდ ვისმენდით, რომ ეს იყო ეკონომიკა. არა მეგობრებო. ეს ახალი ბერლინის კედლის ასაშენებელი ცემენტი იყო. ბევრჯერ ვიკითხე, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა ნატოს წევრები, რომ გავმხდარიყავით და უსაფრთხოების გარანტიები მიგვეღო, თუმცა პასუხად გვესმოდა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არსებობდა არც უახლოეს მომავალში იქნებოდა მიღებული. ამასთან, ჯერ კიდევ ველოდებით ევროკავშირში გაწევრიანებას. ამბობენ, რომ ეს პოლიტიკაა. არა. ეს არის ქვა, რომლითაც ახალი კედელი უნდა ააშენონ" თქვა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი