"იტალია მზადაა, აღადგინოს მარიუპოლის თეატრი", - ამის შესახებ Twitter-ზე ქვეყნის კულტურის მინისტრი წერს.
"მინისტრთა კაბინეტმა დააკმაყოფილა ჩემი შეთავაზება, უკრაინას შესთავაზოს რესურსები და საშუალებები მისი აღდგენისთვის რაც შეიძლება მალე. თეატრები ყველა ქვეყანაში მთელ კაცობრიობას ეკუთვნის", - წერს მინისტრი.