მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას, ასევე მათ მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევას - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული.

"მიზანმიმართული თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სამარცხვინო, გასაკიცხი და ყოვლად მიუღებელია და წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზულ დარღვევას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ ICJ-მ დაადასტურა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება საერთაშორისო კანონმდებლობით ცალმხრივად ძალა გამოიყენოს მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. ბორელი წერს, რომ შესაბამისად, სამხედრო აგრესიის ფაქტებსა და მისგან გამოწვეულ ნგრევასა და ადამიანურ მსხვერპლზე რუსეთი პასუხს აგებს.

"ამ მძიმე დარღვევებისა და ომის დანაშაულის ჩამდენი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ", - წერია განცხადებაში.

ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაში არ დააბრკოლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი