ლვოვში აფეთქებების ხმა ისმის - სავარაუდოდ, თავდასხმა მოხდა აეროპორტის ტერიტორიაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ ლვოვში დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. BBC წერს, რომ სირენების ქალაქში 06:08 საათზე ამოქმედდა. გამოცემის ცნობით, ქალაქის თავზე სქელი შავი კვამლი ჩანს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ, თავდასხმა აეროპორტის ტერიტორიაზე მოხდა.

CNN-ის გუნდმა ლვოვში გადაიღო კადრები, სადაც ჩანს რომ კვამლი აეროპორტის მიმართულებიდან მოდის. 

სოციალურ ქსელებში უკვე არაერთი ვიდეო გავრცელდა.

ქალაქი ლვოვი პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 62 კილომეტრის დაშორებით და დღემდე შედარებით ნაკლებად დაზიანებული იყო რუსეთის თავდასხმებისგან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი