კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი კულტურის მინისტრის წინააღმდეგ - თუ თეა წულუკიანი გათავისუფლების ბრძანებას არ გააუქმებს, გაგა ჩხეიძე გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
გაგა ჩხეიძემ ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა, სადაც მისი სამსახურიდან გაშვების გარემოებებზე წერს. მისი განმარტებით, წულუკიანის დანიშვნის შემდეგ, კინოცენტრი სამინისტროს მიერ სრულად იგნორირებული იყო, ასევე ხშირი იყო სამინისტროდან მითითებები - "მინისტრის თანაშემწემ სატელეფონო საუბარში მოითხოვა, კინოცენტრს აუცილებლად დაეფინანსებინა კონკურსის მონაწილე ერთ-ერთი კინორეჟისორის პროექტი".
"ოფიციალური მიზეზი გათავისუფლები, იყო აუდიტის დასკვნა, რომელიც უკვე აგვისტოში იყო უკვე მზად, და რატომღაც ახლა გაახსენდათ. მინც ვფიქრობ, რომ ეს ჩვენ აქტიურობას უკავშირდება, რომელიც შეიძლება ქალბატონ მინისტრს არ მოსწონდეს. იანვრის ბოლოს იყო გარკვეული მითითებები, რომლებიც ჩვენ არ მოგვეწონა, რადგან ეს იყო ჩვენი დებლების დარღვევა. შეიძლება ესეც იყო კიდევ ერთი დამტებითი მიზეზი მისი გადაწყვეტილების", - თქვა კინოცენტრის ყოფილმა დირექტორმა, გაგა ჩხაიძემ.
ასევე ცნობილი ხდება, რომ კინოცენტრი პროექტით რუსეთში გეგმავდა გამგზავრებას, თუმცა უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, გადაიფიქრა. ამის თაობაზე კულტურის სამინისტროს აცნობეს და ინიციატივით მიმართეს, რომ გამოყოფილი თანხა სხვა პროექტებს მოხმარებოდა, თუმცა სამინისტროსგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.