უკრაინის პრეზიდენტის აპარატი გერმანიის კანცლერის განცხადებას ეხმაურება და მის არასწორს უწოდებს. ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი წერს, რომ კანცლერი შოლცი რუსეთის მოქალაქეებისა და პუტინის გამიჯვნის ინიციატივით საკუთარი გაუბედაობის გამართლებას ცდილობს
”კანცლერი შოლცი, რომელიც ცდილობს გაამართლოს თავისი გაუბედაობა, გვთავაზობს რიგითი რუსების და პუტინის გამიჯვნას, როგორც ომის ავტორს. ევროპაში ეს შეიძლება იყოს მცდარი ტენდენცია. რადგან ოფიციალურად რუსების 71% მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენს წინააღმდეგ ომს და მასობრივ მკვლელობას. გაითვალისწინეთ ეს“, - წერს პოდოლიაკი.
გერმანიის კანცლერმა უკმაყოფილება გამოთქვა საზღვარგარეთ, რუსების სავარაუდო შევიწროების გამო:
"აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც რუსი წარმოშობის ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, რადგან ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე", - წერს შოლცი.