არ დავუშვებთ კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას - ლავროვი

გამოქვეყნდა:

რუსი სამხედროები უკრაინისთვის იარაღის ნებისმიერ გადაზიდვას სამიზნედ აღიქვამენ - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი პროპაგანდისტულ  RT-სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, მოსკოვი არ დაუშვებს კიევისთვის S-300 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებას სხვა ქვეყნებიდან.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ნებისმიერი ტვირთი, რომელიც შევა უკრაინის ტერიტორიაზე, რომელიც მიგვაჩნია იარაღის გადამზიდად, გახდება ლეგიტიმური სამიზნე. ეს სრულიად გასაგებია“, - განაცხადა ლავროვმა.

სლოვაკეთმა გამოთქვა მზადყოფნა,  საბჭოთა წარმოების S-300-ები და MiG-29 -ები  გადასცეს კიევს ამერიკული F-16-ების მიღების სანაცვლოდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი