ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 10 რუსი დიპლომატი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა და 72 საათში ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ბულგარეთი დიპლომატებს მათ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობაში ადანაშაულებს.
2 მარტს ბულგარეთმა კიდევ 2 დიპლომატი გააძევა ჯაშუშობასთან დაკავშირებული ბრალდების ფონზე.
"ჩვენ აღვიქვამთ ამას უკიდურესად არამეგობრულ ქმედებად და ვიტოვებთ საპასუხო ნაბიჯის უფლებს", განუცხადა რუსულ გამოცემა TASS-ს რუსეთის ელჩმა ბულგარეთში.
გარდა ამისა, DW წერს, რომ ორშაბათს სლოვაკეთმა რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი გააძევა.