რუსებმა ჰუმანიტარულ კოლონას გზა ჩაუკეტეს, უნდათ, უკრაინამ თავისი მოქალაქეები მიატოვოს, მაგრამ ეს არ მოხდება - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ გუშინ ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით უსაფრთხო ტერიტორიაზე 6 620 მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანა მოხერხდა.

როგორც მან აღნიშნა, მტერმა "სიჩუმის რეჟიმი" ისევ დაარღვია, რის გამოც კიევის ოლქიდან, ბოროდიანკადან ადამიანების გამოყვანა ვერ მოხერხდა. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება ვერ შეძლეს მარიუპოლისა და ხერსონის ოლქის მოსახლეობისთვის, რადგან აგრესორებმა კოლონას გზა ჩაუკეტეს.

"არ დავტოვებთ ჩვენს მოქალაქეებს და ვეცდებით ისინი უსაფრთხო ადგილას გადავიყვანოთ. სამწუხაროდ ისევ ვერ შევიტანეთ ჰუმანიტარული ტვირთი მარიუპოლში და ხერსონის ოლქში. რუსმა ჯარისკაცებმა ჰუმანიტარულ კოლონას გზა ისევ ჩაუკეტეს. რატომ აკეთებენ ამას?! იმიტომ რომ მათი მიზანი კვლავ არ შეცვლილა - უნდათ, რომ უკრაინამ თავისი მოქალაქეები მიატოვოს. ეს არ მოხდება", - თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია.

"უკრაინა ყოველთვის ცდილობდა მშვიდობის დაცვას. ახლა მშვიდობა განსაკუთრებით საჭიროა, რადგან დაღუპული ადამიანების რაოდენობის დათვლა ჩვენ გვიწევს. ამასთან თითოეული დაღუპული ადამიანი და თითოეული განადგურებული სახლი გვტკივა, რადგან სიცოცხლე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი