"რაც ვნახე, იმედია არავინ არასდროს ნახავს" - მარიუპოლი EU-ს უკანასკნელმა დიპლომატმა დატოვა

გამოქვეყნდა:

მარიუპოლი ევროკავშირის უკანასკნელმა დიპლომატმაც დატოვა - საბერძნეთის გენერალური კონსული, მანოლის ანდროულაკისი ალყაშემორტყმული ქალაქიდან საბერძნეთის 10 მოქალაქესთან ერთად მოლდოვას გავლით რუმინეთში გადავიდა, საიდანაც სამშობლოში დაბრუნდა.

მარიუპოლი, რომელზეც რუსული ძალები კონტროლის დამყარებას უშედეგოდ ცდილობენ, ორ კვირაზე მეტია ინტენსიური  დაბომბვების განსაკუთრებული სამიზნეა. ქალაქში სასმელი წყლის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია.

"რაც მე ვნახე, იმედი მაქვს, არავინ არასდროს ნახავს", - თქვა ანდროულაკისმა, როდესაც ის კვირას ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა და ოჯახს დაუბრუნდა.

მარიუპოლს ომამდე ისტორიულად ეთნიკური ბერძნების საკმაოდ დიდი მოსახლეობა ჰყავდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი