ახალი ზელანდია უკრაინას არალეტალურ სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ამის შესახებ მთავრობამ ორშაბათს განაცხადა. უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 3,4 მილიონი აშშ დოლარის თანხა გამოიყოფა.

სამხედრო პაკეტი მოიცავს 1066 ჯავშანს, 473 ჩაფხუტს და 571 შენიღბვის ჟილეტს და აღჭურვილობას.

ცნობისთვის, პარასკევს ახალმა ზელანდიამ დაამატა 364 რუსული პოლიტიკური და სამხედრო სამიზნე მოგზაურობის აკრძალვის სიას. ასევე, სანქციების სიას დაემატა 13 ფიზიკური პირი და 19 სუბიექტი, რომელიც მოიცავდა აქტივების გაყინვას. სიაში არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი და საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი