უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება. მისი განცხადებით, უკრაინა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე მუშაობს.
"რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად ვმუშაობთ, ეს ეხება როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეებს, ასევე, უკრაინის ეკონომიკურ აღდგენას, ბოლო 2 დღის განმავლობაში რამდენიმე ევროპელ კოლეგას ვესაუბრე, მიმდინარე კვირაში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესდება. მოლაპარაკებები გავმართე იმ კომპანიების შესახებაც, რომლებიც რუსული ბაზრიდან ჯერ კიდევ არ გამოსულან, მათ შორის არიან კომპანიები, რომელთა გამოყენებითაც რუსები რაკეტებს ამზადებენ. აუცილებელია მათ გადაწყვიტონ სიკეთის მხარეს დადგებიან, თუ ბოროტების", - თქვა კულებამ.
მისი განცხადებით, მიმდინარე პროცესების პარალელურად მუშაობენ ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების საკითხზეც.
ცნობისთვის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო სანქციები უკვე არაერთმა ქვეყანამ, ევროკავშირმა და აშშ-მ დაუწესა.