აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ამას შესაბამისი პასუხი გაეცემა არა მხოლოდ ამერიკისგან, არამედ მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნებისგან. ლოიდ ოსტინი არ აკონკრეტებს, რა სახის იქნება პასუხი, თუმცა ამბობს, რომ ამერიკა მსგავს ქმედებას ვერ შეეგუება.
"ბირთვული იარაღის გამოყენების ნებისმიერი რიტორიკა და მუქარა ძალიან სახიფათოა. ჩვენ ნამდვილად ვართ მზად, რომ საკუთარი თავი დავიცვათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ასეთი რიტორიკა მიუღებელია, გარდა ამისა, თუ ბირთვული, ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი იქნა გამოყენებული, პასუხი იქნება არა მხოლოდ ჩვენგან, არამედ ასევე მსოფლიოს ცივილიზებული საზოგადოებისგან. მე არ დავიწყებ სპეკულაციების იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს პასუხი, მაგრამ როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ ამას გვერდს არ ავუვლით", - თქვა ოსტინმა.
დასავლეთი ღელავს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინაში ე.წ. ცრუ ოპერაცია მოაწყოს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებით.