ბრიტანული მედიის ცნობით, არაა გამორიცხული პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდეს და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.
Daily Mail-ი წერს, რომ მან ოფიციალურ პირებს სთხოვა, შეაფასონ უკრაინის დედაქალაქში მოგზაურობის პრაქტიკულობა და ღირებულება. მაღალჩინოსნებს უსაფრთხოების საკითხები აღელვებთ, იმის გათვალისწინებით, რომ კიევი თავდასხმების სამიზნეა.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჯონსონს "წასვლა სურს".
ჯონსონი ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას. მან სატელეფონო საუბრისას ზელენსკის უთხრა, რომ იმუშავებს უკრაინის ინტერესების წინსვლისთვის NATO-სა და G7-ის შეხვედრებზე.
ჯონსონს დღეს აშშ-ს პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარიც აქვს დაგეგმილი.