ჩვენი მიზანი ომიდან გამოქცეული რუსების ფრონტის ხაზისკენ განდევნაა - ამის შესახებ საუბარია იმ სატელეფონო საუბარში, რომელიც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა. ირკვევა, რომ "კადიროველებს" მეთაურებისგან სპეციალური დავალება აქვთ მიღებული.
"ჩემი მიზანია არტილერიის დაბომბვის დროს გამოქცეული რუსი ჯარისკაცები ისევ უკან, ფრონტის ხაზისკენ განვდევნოთ. ასე რომ, არ ინერვიულო, არც ისეთი რთული საქმეა. თუმცა უკრაინელების არტილერია დღე და ღამე ისვრის, სულ მოგვდის ხმების იმის შესახებ ვინ სად მოკლეს", - ისმის ჩანაწერში.
პირი ამბობს, რომ უკრაინელებს ჭურვები არ უმთავრდებათ და მუდმივად ისვრიან.