ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის, ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და აზიანებენ. ამის შესახებ მან ინფორმაცია Twitter-ზე გამოაქვეყნა.
"ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას, არიგებენ ბუკლეტებს, რათა ბელარუსის ჯარები არ შევიდნენ უკრაინაში. უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც", - წერს ის.
ცნობისთვის, ბელარუსი რუსეთის დახმარებისა და მხარდაჭერის გამო არაერთმა ქვეყანამ დაასანქცირა. მიუხედავად ამისა, ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინაში "რუსულ ოპერაციაში" მონაწილეობას არ აპირებენ.
[არქივის ფოტო]