ისრაელის პრემიერმინისტრი ამბობს, რომ რუსები აღარ ცდილობენ უკრაინის პრეზიდენტის გადაყენებასა და უკრაინის სრულ დემილიტარიზაციას, ხოლო უკრაინა აღარ ითხოვს ნატოში გაწევრიანებას. ნაფტალი ბენეტის თქმით, ისრაელი ცდილობს იყოს შუამავალი , თუმცა წინ დიდი გზაა.
"ისრაელმა დაიჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ორივე მხარესთან უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდეს" - ამბობს ნაფტალი ბენეტი.
მისივე თქმით, "სხვა მეგობრებთან ერთად გააგრძელებენ მხარეებს შორის ხიდის დადებას, რათა ომი დასრულდეს".