ისრაელის პრემიერმინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ პირებს სთხოვა მოემზადონ, რადგან შესაძლოა ეწვიოს კიევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვიზიტი ჯერ შორეული პერსპექტივაა, თუმცა საუბარი ამ თემაზე უკვე გახშირდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ოფიციალურმა პირებმა უკრაინელ კოლეგებს უთხრეს, რომ პრემიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწვევა კიევს, თუ მხარეები ახლოს იქნებიან შეთანხმების მისაღწევად, რათა დაეხმაროს მათ "ფინიშის ხაზის გადალახვაში".

ბენეტი უკვე ეწვია რუსეთის და შეხვდა პუტინის მოსკოვში მოლაპარაკებებში შუამავლობის მიზნით. 

პრემიერის ოფისს კიევში შესაძლო ვიზიტზე, ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი