რუსებმა კიევის ორი რაიონი - შევჩენკოვსკი და სვიატოშინკსი დაბომბეს, დაშავებულია 4 ადამიანი.
კიევის ადმინისტრაციის ცნობით: სვიატოშინსკის რაიონში დაბომბეს სავაჭრო ცენტრი, კერძო საცხოვრებელი კორპუსები და მრავალსართულიანი შენობები. ხანძარი ლიკვიდირებულია და მსხვერპლი არ არის.
შევჩენკოვსკის რაიონში ცეცხლი რამდენიმე კერძო საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა, აქ დაშავებულია 4 მოქალაქე.
დაბომბვა 07:30 საათზე მოხდა და საკმაოდ ინტენსიური იყო.