პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას დღითი დღე მოაქვს - შოლცი

გამოქვეყნდა:

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ რუსული ძალები უკრაინაში წინსვლას ვერ ახერხებენ, მიუხედავად ქალაქების მუდმივი, ძლიერი დაბომბვისა.

"პუტინის თავდასხმა შეჩერებულია, მიუხედავად იმ ნგრევისა, რომელიც მას დღითი დღე მოაქვს" - უთხრა მან გერმანელ პოლიტიკოსებს და დასძინა, რომ რუსეთის ლიდერმა "სიმართლე უნდა მოისმინოს", შეწყვიტოს ბრძოლა და შეეცადოს იპოვოს დიპლომატიური გამოსავალი. 

შოლცი ამბობს, რომ ომი არ ანადგურებს მხოლოდ უკრაინას, "არამედ რუსეთის მომავალს".

მან რუსეთი მოსალოდნელ დამატებით სანქციებზეც გააფრთხილა და თქვა, რომ ზომებს მუდმივად ამკაცრებენ, მაგრამ ამან ევროპის სახელმწიფოები რუსეთის ხელმძღვანელობაზე მეტად არ უნდა დააზარალოს.

კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის იმედი ჰქონდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი