ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ მსოფლიო ლიდერები განიხილავენ ჩინეთის როლს უკრაინაში ომის გამო შექმნილ კრიზისში. მისი განცხადებით, ჩინეთმა რუსეთს პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია.
"პეკინი შეუერთდა მოსკოვს და ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი ქვეყნების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. ჩინეთმა რუსეთს პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწია, მათ შორის, აშკარა სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელებით.
მოკავშირეები შეშფოთებულნი არიან, რომ ჩინეთს შეუძლია მატერიალური მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის შეჭრას. იმედი მაქვს, ლიდერები მოუწოდებენ ჩინეთს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა", - თქვა სტოლტენბერგმა.
სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა ბელარუსს, შეწყვიტოს თანამონაწილეობა პუტინის უკრაინაში შეჭრაში.