დღეს, 24 მარტს უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. ერთი თვეა უკრაინაში იბომბება ქალაქები, სოფლები, საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები, სასწავლო და კულტურული დაწესებულებები, ეკლესიები. 

ომმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორი ბავშვები შეიწრა, სამ მილიონზე მეტია ლტოლვილთა რიცხვი.

ერთი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ აგრესორი წინსვლას ვეღარ ახერხებს, შესაბამისად, წუხანდელი ღამე უკრაინის ქალაქებში შედარებით მშვიდი იყო. აფეთქებების ხმა რამდენიმე ადგილას ისმოდა.

ჩერნიგოვში ოკუპანტებმა ერთ-ერთი კვების საწარმო დაბომბეს. საფრთხე შეუქმნა აგრესორმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსაც, სადაც ხანძარი გაჩნდა, თუმცა რუსი სამხედროები მეხანძრეებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

რაც შეეხება დედაქალას კიევს, რუსული ძალები უკვე საკმაოდ დაშორდნენ დედაქალაქს და ცენტრიდან უკვე 55 კილომეტრში იმყოფებიან. კიევთან  უკრაინული ჯარების წარმატებაზე ბრიტანეთის დაზვერვაც იუწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი