უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს 5 ქვეყანასთან აწარმოებს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებებს აწარმოებს შეერთებულ შტატებთან, ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან და თურქეთთან - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ესპანურ გამოცემა El Pais-თან ინტერვიუში განაცხადა.

კულებას თქმით, მოლაპარაკებებზე მოსკოვი უკრაინისგან მიუღებელ დათმობებს ითხოვს, უკრაინა კი სამი საკითხითაა დაინტერესებული - უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის აღიარება ყირიმისა და დონბასის ფარგლებში და ცეცხლის შეწყვეტა ჯარების გაყვანით.

კულებამ განმარტავს, რას იგულისხმება „უსაფრთხოების გარანტიებში“.

"ესპანეთის, როგორც ნატოს წევრის უსაფრთხოების გარანტია არის მე-5 მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ თუ ვინმე თავს დაესხმება მას, ყველა სხვა წევრი (ალიანსის. - რედ.) დაიცავს მას. ჩვენ გვინდა რაღაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს ესხმის უკრაინას, ქვეყნებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოების გარანტიებს, მოუწევთ 24 საათის განმავლობაში გამოაგზავნონ ყველა საჭირო იარაღი, მიიღონ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აგრესიის შეჩერების და სანქციების დაწესების მოთხოვნით“, - ამბობს კულება.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების პირველი პირი ამბობს, დასახელებული ქვეყნები იდეას დადებითად უყურებენ და განხილვა გრძელდება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი