ახალი ალიანსები და უსაფრთხოების მყარი გარანტიები - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს მიმართა. ისაუბრა პუტინის ომის 1 თვეზე და უკრაინისთვის გადაუდებელი დახმარების საჭიროებაზე:
"გასული წლების განმავლობაში რუსეთმა იმდენი კრიზისი შექმნა, რომ დღეს ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პრობლემა, რომელიც არ ნელდება, პირიქით იზრდება. ვერ წარმოვიდგენ კიდევ რამდენი ასეთი საგანგებო სამიტი უნდა ჩაინიშნოს რომ პირველი პრობლემა მოგვარდეს. ევროპა იმ ომის წინაშე დგას, რომელსაც სამხედრო დამნაშავეები ჩადიან. დღეს დილით მივიღეთ ინფორმაცია რომ რუსეთმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ფოსფორული ბომბი გამოიყენა. ასევე არსებობს სერიოზული საფრთხე რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღს გამოიყენებს. რუსული აგრესიის შედეგად ათობით უკრაინული ქალაქი ისე გამოიყურება თითქოს გლობალური კატასტროფა მოხდა. უმეტესობა მათგანი მთლიანად განადგურებულია. თუმცა ეს რეალურად გლობალური კატასტროფაა.
უმჯობესია უკრაინას ახლა მისცეთ ის სამხედრო დახმარება რომელიც გვჭირდება, ვიდრე ეს სამხედრო დახმარება შემდეგ სხვა ქვეყნებისთვის ეძებოთ - კარგად გვესმის რომ ეს საქართველოს, მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთს და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეხება.
რაც უფრო სწრაფად დაგვეხმარებით, მით უფრო მალე დადგება ევროპაში მშვიდობა. ეს თქვენი და დემოკრატიის ინტერესებშიცაა.
რუსეთს სანქციები ყოველ კვირას უნდა დაუწესდეს, მანამ სანამ ომს არ შეწყვეტს. უნდა მივიღოთ მონაწილეობა უკრაინისთვის და ჩვენი რეგიონისთვის ახალი უსაფრთხოების გარანტიების შექმნაში. ეს უნდა იყოს რეალური გარანტიები, რომელსაც აგრესიის პირველივე 24 საათში შეეძლება ნებისმიერი აგრესიის შეჩერება. ჩვენ მსგავსი ალიანსის U-24-ის შექმნაზე უკვე ვისაუბრეთ." - თქვა ზელენსკიმ