რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის მტკიცებით, "სისულელე" იქნება იმის დაჯერება, რომ რუსული ბიზნესის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ქვეყნის მთავრობაზე რაიმე გავლენა ექნება.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთან ინტერვიუში კითხვას - აქვს თუ არა უმცირესი გავლენაც კი პუტინთან დაახლოებულ სანქცირებულ ბიზნესმენებს ქვეყნის ხელმძღვანელების პოზიციებზე, მედვედევი პასუხობს: "არა, არანაირი".
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ოლიგარქებზე ზემოქმედებამ შეიძლება იმუშაოს, რადგან მათ შეუძლიათ, პუტინზე ზეწოლით მისი სტრატეგია შეცვალონ.